საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კავანის საგრაფოს ეწვია

 
16.09.2018 ირლანდია- საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი  კავანის საგრაფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ზურაბაშვილმა  შეხვედრები გამართა კავანის მერთან მადელინ არგუსთან, საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან ტომი რიანთან და სენატორ დერმუდ ვილსონთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების მნიშვნელობასა და განთლების, ტურიზმის და ბიზნესის სფეროებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ზურაბაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, კავანის საგრაფოს დეპუტატთან, ბრენდან სმიტთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ირლანდიას შორის საპარლამენტო განზომილების გააქტიურების და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.