საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის  რესპუბლიკის  პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში სერბ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  რა დროსაც  მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოწერება  ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა შორის  ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.  

სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრებს გამართავს   საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.