„საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატება უკეთესი მომავლის ინვესტიციაა“ - მიხეილ ჯანელიძე

28.04.2017, თბილისი - თბილისში საინფორმაციო ოპერაციების უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებაინფო 2017" დასრულდა. ერთკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონია  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა და მას სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათი დაძლევის კუთხით საქართველოს შეიარაღებული ძალების როლზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოს მაღალკვალიფიციური სამხედრო ოფიცრები ჰყავს და სწორედ მათი უშუალო დამსახურებაა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილება.

მიხეილ ჯანელიძემ  ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერების სფეროში ნატოს ინიციატივებსა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  
 
 „ეს მიღწევები, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ინვესტიციას ჩვენი უკეთესი მომავლისათვის. და ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა თქვენი თავდადებული საქმიანობის გარეშე“ - განუცხადა მიხეილ ჯანელიძემ სწავლების მონაწილეებს.