საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დამტკიცდა

2020 წლის 22 იანვარს,  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა 1365-ე სხდომაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში  ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა.
 
აღნიშნული სტრატეგიის  ოთხი თემატური პრიორიტეტია:
  • ახალგაზრდობის  მიერ პლურალისტური დემოკრატიის აღორძინება;
  • ახალგაზრდების წვდომა უფლებებზე;
  • მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებებში თანაცხოვრება;
  • ახალგაზრდობის  მუშაობა.
„ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“, რომელიც მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში (2019 წლის ნოემბერი - 2020 წლის მაისი) ამოქმედდა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ევროპის საბჭოს ღირებულებების განვითარებაში.
 
2020 წლის 23 იანვარს, სტრასბურგში შედგება ახალგაზრდობის საკითხზე მინისტრთა მოადგილეების შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე მინისტრთა კომიტეტის ფოიეში  „ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“-ის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება გაიმართება. ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“.