ეგვიპტეში საქართველოს ელჩი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

15.07.2019 ეგვიპტე - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა პრესკონფენერცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის გამართა.

შეხვედრის მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოს ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობისა და მიღწევების გაცნობა იყო. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ამ სფეროს განვითარების პერსპექტივებზე. აქვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების მხრიდან მაღალი დაინტერესება შეინიშნებოდა.  ელჩმა ჟურნალისტების მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს ეგვიპტის მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები ენახათ.