საქართველოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

17.07.2017 თბილისი - ​17-18 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში რაშიდ მერედოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

რაშიდ მერედოვი მოინახულებს საქართველოს იუსტიციის სახლს. მინისტრი აგრეთვე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.