საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

14.03.2017 თბილისი -  16-18 მარტს საქართველოს ოფიციალური  ვიზიტით  ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო.
 
ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან.

უნგრელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების  ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
 
პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის საგრანტო პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარელებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. დაგეგმილია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა ტექნოპარკში. 

შეხვედრებზე საუბარი შეეხება, ორი  ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროებში,   ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.