საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დარიუს სკუსევიჩიუსს შეხვდა

18.12.2017 თბილისი - 2017 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის დელეგაცია მიიღო, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარიუს სკუსევიჩიუსი ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით და ასევე   „აღმოსავლეთ პარტნიორობისმე-5 სამიტის შედეგებს.  ლიტვურმა მხარემ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივები და გეგმები. მიხეილ ჯანელიძემ ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აქტიური წვლილისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავებისა და გაძლიერების მნიშვნელობა.

 

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17803')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.