საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი საზეიმოდ აღინიშნა

26.12.2017 - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

მინისტრმა ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, ასევე ისაუბრა ხალთაშორის მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სამომავლო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ძლიერ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ მწვერვალებს მივაღწიეთ ორმხრივ ურთიერთობებში. ეს არის სამაგალითო მეზობლობა და თანამშრომლობა რომელიც დღეს გაგვაჩნია. ეს თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგების მომტანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება, პროექტების რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას „ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით ახერხებენ ქვეყნებისა და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციას, როგორც ევროპის  ასევე აზიის მასშტაბით.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ მომავალში იმისათვის რომ ეს პარტნიორობა, ეს მეგობრობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს ყველა ჩვენი მეგობრისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და ხელშესახები შედეგის მომტანი იყოს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის ასევე ყველა იმ ქვეყნისთვის რომელიც დაინტერესდება ითანამშრომლებს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს.“ - აღნიშნა მინისტრმა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა  და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებულ სამაგალითო ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
 
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა  ფიკრეტ ამიროვის სახელობის განჯას სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ორკესტრის კონცერტი .
საზეიმო ღონისძიება რუსთაველის თეატრში ჩატარდა.



           


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17840')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.