საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა
 
8.03.2018  გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა,  კახა იმნაძემ და გაეროსთან ბარბადოსის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ჯულიეტ ბაბს-რაილიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიის მეთაურების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე კარიბის ზღვის აუზის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ბარბადოსი  ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის 31-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.