საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. 

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია სარაევოში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. დოკუმენტი ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის დაცვით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას და ითვალისწინებს სამინისტროებს შორის ურთიერთობის სხვადსხვა ფორმატებს. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმა აღნიშნეს მემორანდუმის მნიშვნელობა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.


შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განვითარებას. განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთმხარდაჭერა ორივე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიულოცა ამ მიმართულებით ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმატება და აღნიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით ევროკავშირის გაფართოებას ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც საქართველოა. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომშიც აქტიურად გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

აღინიშნა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტორალური თანამშრომლობის განვითარების მაღალ პოტენციალს განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მომსახურების სფეროები. აღინიშნა, რომ როგორც საქართველოს ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინას ტურისტული პოტენციალი რეგიონში მზარდია, რაც კარგ საფუძველს ქმნის ამ სფეროში შემდგომი თანამშრომლობისთვის. მინისტრები მიესალმნენ ორივე ქვეყნის  შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც საშუალებას აძლევს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაურონ ორივე ქვეყანაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის და ამ მხრივ ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მხარე თბილისში „ღია მმართველობის თანამშრომლობის“ მაღალი დონის სამიტზე მონაწილეობისთვის მოიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბოსნია და ჰერცეგოვინას 5-6 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ასამბლეის კოლეგიასთან და სარაევოს მერთან.


         
 

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '18142')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.