საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პოლიტიკური ნდობა და ინტერესი დღითიდღე მტკიცდება

26.05.2019 - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი  ვან ისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილში, ის საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, მისი თქმით, ორივე ქვეყნის ლიდერთა ძალისხმევისა და შრომის შედეგია.

„ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური ნდობა დღითიდღე მტკიცდება. ჩვენ ეფექტიანად ვთანამშრომლობთ ყველა დონეზე და უმნიშვნელოვანეს შედეგებს ვაღწევთ „სარტყელისა დაგზის“  ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში” - ნათქვამია წერილში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობაში არსებობს, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას ახალ დონეზე გადაიყვანს.