საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

11.03.2019 ფიჯი- ფიჯის რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, შეხვედრა გამართა ფიჯის რეპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან, რატუ ეპელი ნაილატიკაუსთან. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, როგორც საკუთრივ საპარლამენტო, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე.
 
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე, შეხვედრა გამართა ფიჯის სავაჭრო და ბიზნეს პალატების წარმომადგენლებთან და ფიჯელ სტუდენტებთან, რომლებმაც ახლახანს დაამთავრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ემზადებიან ფიჯიში სამედიცინო პრაქტიკის დასაწყებად.