საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის პირველი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

ქ. ნიქოზიაში, საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის პირველი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა .

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ქვეყნებს შორის საკონსულო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის: ევროკავშირთან/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღებიდან ერთი წლის შემდეგ არსებული შედეგები, კვიპროსის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის შესაძლებლობა, გამოცდილების გაზიარება კრიზისების მართვის სფეროში და სხვა.

საკონსულო კონსულტაციებზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, ხოლო კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციას წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენგენისა და საკონსულო საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელი პანიკოს კირიაკუ.

მხარეები შეთანხმდნენ საკონსულო სფეროში აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობაზე.