საქართველოსა და სანტ ვინსენტის და გრენადინების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - დოკუმენტს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სანტ ვინსენტის და გრენადინების საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიუს სტრაკერმა.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან, ამ ქვეყნების გაერთიანებასთან და მიესალმნენ CARICOM-ის ცალკეულ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება საქართველოსთან კავშირების გამყარებას. მინისტრებმა მიმოიხილეს სანტ ვინესნტსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარების პოტენციალი ტურიზმისა და განათლების სფეროში, ასევე სახელმწიფო მართვის სისტემების რეფორმების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების კუთხით. კმაყოფილებით აღნიშნეს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების, იგივე გაერო-ს ფარგლებში.