საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება

23.02.2018 ბრატისლავა -  სლოვაკეთრეპსუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

შეხვედრას ესწრებოდნენ სლოვაკეთის ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროს, საგარეო უწყებისა და ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლები, ასევე ავიაკომპანია „აირეზენა-ჯორჯიან ეარვეის“-ის ხელმძღვანელი,საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოს საპატიო კონსული.

საქართველოს საელჩომ გამოხატა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ივნისში, საელჩოს ინიციატივით, იგეგმება საქართველოში სლოვაკი ჟურნალისტების ექვსკაციანი ჯგუფის ვიზიტი, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალურ პუბლიკაციებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ  სლოვაკური მედია საშუალებებისთვის.

კომპანია „აირეზენა-ჯორჯიან ეარვეისი“  ბრატისლავას მიმართულებით პირველი ფრენის შესრულებას მიმდინარე წლის 26 მარტს გეგმავს. ფრენები რეგულარულად, კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.