საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას - ვასილ ბონდარი

16.12.2018 თელავი - "მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და თქვენთან ერთად აღვნიშნავ დღევანდელ დღეს. ქართველ ხალხს დღეს აქვს დიდი დღესასწაული - პრეზიდენტის ინაუგურაცია, მითუმეტეს რომ პრეზიდენტი ქალია, რაც ადასტურებს დემოკრატიულ საფუძვლებს.  მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ​აძლიერებს ურთიერთობების კურსს - დემოკრატიული ურთიერთობების, გამარჯვების, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კურსს. ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციული კონსოლიდირებული განვითარების  ვექტორზე - დემოკრატია, ერთიანობა და ახალი გამარჯვებები." - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილ ბონდარმა, რომელმაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
 
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თელავში გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.
 
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თელავში გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.