საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაცვალეს

17.05.2019 ურუგვაი - 14-15 მაისს ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით . ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ურუგვაის.
 
ვიზიტის ფარგლებში,   ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით მხარეებმა საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და როდოლფო ნინ ნოვოას მისალოცი წერილები გაცვალეს.
 
 
ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, კარლოს ჯიტოსთან და კულტურის დეპარტამენტის დირექტორთან, რიკარდო ვარელასთან გამართულ შეხვედრაზე,  ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ივნისში  საქართველოს შესახებ გამოფენის გამართვა დაიგეგმა.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, ელჩმა ინტერვიუ მისცა ურუგვაის ყველაზე მსხვილ ბეჭდვით გამოცემა EL PAIS-ს.

Letter Nin Novoa 25th anniversary     მისალოცი წერილი