საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნების სიგელი გადასცა

18.04.2019 ქ. თბილისი- გამართულ შეხვედრაზე, სილვიუ დომენტემ საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა რწმუნების წერილი.
 
სიგელის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, სადაც სილვიუ დომენტემ ისაუბრა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
 
დავით ზალკალიანმა წარმატებები უსურვა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში.
 
შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობისა და მიმდინარე პროგრამების თაობაზე.
 
სილვიუ დომენტე მიესალმა ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.
 
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, სილვიუ დომენტემ გამოთქვა  ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.