საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩმა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2019 წლის 24 მაისს, საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩმა ტეოდორიკო ნანიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
 
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოთქვა მალტის სუვერენული ორდენის მიერ საქართველოში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
 
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა წარმატებები უსურვა მალტის ორდენის ელჩს სამომავლო საქმიანობაში.