საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელმა ხათუნა თოთლაძეს აკრედიტაციის სიგელი გადასცა

16.01.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელთან, კაუპო კანდთან.

შეხვედრისას, კაუპო კანდმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გადასცა აკრედიტაციის სიგელი და ისაუბრა საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ხათუნა თოთლაძემ წარმატებები უსურვა საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისსა და მის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში, ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ითანამშრომლებს და ხელს შეუწყობს ოფისს თავისი ფუნქციების განხორციელებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იზიარებს და განუხრელად ემხრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით გათვალისწინებულ პრინციპებსა  და მიზნებს.