საქართველოში ვიზიტით ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება

14.02.2017 - ​საქართველოში  ვიზიტით იმყოფება ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი.

ვიზიტის ფარგლებში 14-16 თებერვალს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
 
ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის.
 
შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.