საქმეთა დროებითი რწმუნებულის შეხვედრა გერმანიის მმართველი პარტიის შინაგან საქმეთა სპიკერთან

23.02.2018 გერმანია- საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში- ლევან დიასამიძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ  შეხვედრა გამართ გერმანიის ბუნდესტაგში ქრისტიანულ-დემოკრატიული ფრაქციის შიდა პოლიტიკურ სპიკერთან შტეფან მაიერთან.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობას და ბოლო პერიოდში ამ პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს, რაც საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უვიზოდ გადაადგილების წესების დარღვევას და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებას უკავშირდება.

გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს საქართველოსთან აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზაზე და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ცალკეულ ინიციატივებს ამ მიმართულებით. შეხვედაზე,საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ არსებული პროგრესის გათვალისწინებით, აღინიშნა გერმანიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაყვანის მნიშვნელობა. გერმანულმა მხარემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ იგი აქტიურად განიხილავს ამ წინადადებას და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას და საერთაშორისო ფორმატებში ეფექტურ თანამშრომლობას.