საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდაენერალურ მდივანს შეხვდა

30.01.2019 საუდის არაბეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში,  ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანისთან.
 
შეხვედრაზე ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბჭოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობების მზარდ დინამიკას როგორც ორგანიზაციასთან, ასევე მის წევრ ექვსივე ქვეყანასთან.
განხილულ იქნა საქართველოსა და საბჭოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული დეტალები და თბილისში მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო-GCC ბიზნეს-ფორუმის გამართვის საკითხი.
 
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საბჭოსა და საქართველოს შორის არსებულ საქმიან ურთიერთობებს და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.  ალ ზაიანიმ სიამოვნებით გაიხსენა საქართველოში მისი ვიზიტი და გამოხატა მზადყოფნა,  შეუწყოს ხელი შემდგომი ურთიერთობების განვითარებას. მან საქართველოს ელჩს წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
 
თანამშრომლობის საბჭო ყურის ექვს ქვეყანას (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი) აერთიანებს, რომელთა საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი 3,5 ტრილიონ დოლარს აღემატება.