საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეების ამბასადორიალი

20.07.2017 თბილისი - ​საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრის „ამსაბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკვე მეხუთედ ჩატარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. პროგრამის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა: შალვა გლოველი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნესტან ბაგაური-ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლებისა და გამოფენების განყოფილების უფროსი, დეა მეტრეველი-წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან მამაცაშვილი-ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, მარიამ ალექსიძე-თანამედროვე ბალეტის კამერული დასის დამფუძნებელი, ისაუბრეს ქართული ხელნაწერების, ხელნაწერთა ცენტრში დაცული ექსპონატების, თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის თაობაზე, ტურიზმის მიმართულებით მიღწეული შედეგების და დასახული მიზნების, ასევე, თანამედროვე ქართული საბალეტოს დასის საქმიანობის და მისი სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია საგარეო პოლიტიკისა და კულტურული დიპლომატიის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება ადგილსამყოფელ ქვეყნებში მათი საქმიანობის თაობაზე.

პროგრამა დასრულდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ვიზიტით, სადაც მონაწილებს მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ უმასპინძლა.           
 
       


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.