სემინარი „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე"

26-27 თებერვალს, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით, მართავს სემინარს „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".

26 თებერვალს სემინარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პულიზიმ გახსნეს.

სემინარის მონაწილეებს, მოწვეული სტუმრის სტატუსით, ასევე სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, იან ჰოფმოკლმა.

სემინარზე ქართული მხარე ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) რიგით მე-11 პროექტს განიხილავს. შეხვედრაში მონაწილეობენ ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან, ასევე, საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სემინარზე ნატო-ს და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2019 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ ქართული მხარე აღნიშნულ დოკუმენტს ალიანსს წარუდგენს.

წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '20477')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.