სენტ ვინსენტსა და გრენადინებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქვეყნის გუბერნატორს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2017 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სენტ ვინსენტსა და გრენადინებში (რეზიდენციით ქ. ნიუ-იორკი), კახა იმნაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სენტ ვინსენტის და გრენადინების გუბერნატორს,  ფრედერიკ ბელენთაინს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 14 თებერვალს, ქ. კინგსთაუნში სენტ ვინსენტისა და გრენადინების საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მიწვეულნი იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის სახელით, მონაწილეობა მიიღო სენტ ვინსენტსა და გრენადინებში საქართველოს ელჩმა,  კახა იმნაძემ. 
თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31   1 2    3    4 5
6    7  8   9   10    1112
13    14     15   16 17    18 19
20     21        22 23    24    25   26  
27   28         1    2   345 
6          7      8   9   10   11  12