სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა

29.03.2019 სერბეთი- სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გაიხსნა, სადაც განთავსდება სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ილია კობერიძე, რომელიც იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მივლენილი პირველი  დიპლომატი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა ბელგრადის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი დრაგან შაგოვნოვიჩი.
 
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საზეიმოდ გახსნა სერბეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები.