სერბეთსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ, ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში - სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი

16.12.2018 თელავი - “მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში. სერბეთსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, გვაქვს ურთიერთგაგება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში. დღეს თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა და ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ როგორც საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის ისტორიაში, პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც ძალიან მნიშვნლოვანია ყველა ქალისთვის.  ვულოცავ ქართველ ხალხს.” - განაცხადა  სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაურუგიაციის შესახებ საუბრისას.

სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოს მე-5 პრეზიდნეტის ინაუგურაციის ცერემონიის დასწრების მიზნით დღეს ეწვია. მან ასევე მონაწილება მიიღო თელავში, ინაუგურაციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში.
 
პრეზიდენტის ინაუგურაციას, სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.