სერბეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

31.05.2019 სერბეთი-სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ილია კობერიძისა და სერბეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
 
საზეიმო ღონისძიება ვოივოდინას პროვინციაში, დაბა ერდევიკში შედგა.
სერბეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ორგანიზებულად შეკრება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ერთობლივი ღონისძიებები სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.