შეხვედრა აფრიკის კავშირთან და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან

2019 წლის 29 მაისს, ქ. ადის-აბებაში, საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით გამართა შეხვედრა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კვეზი კვარტესთან (Kwesi Quartey).

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აფრიკის კავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და ასევე, აფრიკის კავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობათა გააქტიურების პერსპექტივები. ქართულმა მხარემ დაუდასტურა კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს ხელისუფლების მზაობა საქართველოს ითანამშრომლოს აფრიკულ სახელმწიფოებთან საქართველოს რეფორმატორული გამოცდილების გაზიარების პროცესში.

ქართულმა მხარემ მიაწოდა კვეზიკ კვარტეს განახლებული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული  და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე კონფლისტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტუკაზე. შეხევდრაზე ასევე განხილული იყო აფრიკის კავშირის და აფრიკული ქვეყნების მხრიდან „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს  დელეგაციამ შეხვედრა გამართა ეთიოპიის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან, მალელუია ლულიესთან (Mallelujah Lulie). აღნიშნული ინსტიტუტი, რომელიც უშუალოდ ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, ამზადებს რეკომენდაციებს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნულ სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს და საქართველოს ანალოგიურ ცენტრებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები; ასევე ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმის გათვალისწინებით  საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის საკითხები.