შეხვედრა აშშ-ის სამხედრო კოლეჯის სტუდენტებთან

12.04.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ხაბელაშვილის შეხვედრა აშშ-ის სამხედრო კოლეჯის სტუდენტებთან.

შეხვედრაზე ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო ასევე სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გარემოს.
 
სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო ასევე საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული კვანძის პოტენციალსა და მნიშვნელობას.