შეხვედრა დანიის ევროპული მოძრაობის დელეგაციასთან

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს დანიის ევროპული მოძრაობის დელეგაციის წევრებთან, რომლებიც სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.  შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა დანიელ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების და ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დანიის ევროპული მოძრაობის წევრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზსს და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში. 

დანიის ევროპული მოძრაობის წევრების საქართველოში ვიზიტით 28 ოქტომბერამდე იმყოფებიან.