შეხვედრა პანამის დელეგაციასთან

28.02.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე სესიის ფარგლებში შეხვდა პანამის დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და პანამას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ  საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. 

მინისტრმა აღნიშნა ორი ქვეყნის საერთო მახასიათებელი - სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის სახით და მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა პანამის დელეგაციას გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო, რაც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს პანამური ბიზნესისთვის. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მიმართულებით.