შეხვედრა ტუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებთან

15.03.2015 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გერმანიის ქალაქ ტიუბინგენის უნივერსიტეტის კონფლიქტის თემაზე მომუშავე მკვლევარებთან, რომლებიც სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა მკვლევარებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და მათთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
მკვლევარები საქართველოში ვიზიტს 16 მარტს დაასრულებენ.