შრი ლანკაში საქართველოს სავიზო მომსახურების ცენტრი გაიხსნა

13.09.2018 - შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკის დედაქალაქში VFS Global-ის საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრი გაიხსნა.

კოლომბოში სავიზო ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ნიუ დელი) VFS Global-ის სავიზო ცენტრში  შრი ლანკის მოქალაქეები გაივლიან  საქართველოს ვიზის ასაღებად საჭირო პროცედურებს.  
 
აღსანიშნავია, რომ გარე მომსახურების სააგენტო VFS Global-ი საქართველოს ვიზის ასაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებას უწევს ინდოეთის რესპუბლიკაში (ნიუ დელი, მუმბაი, ჩენაი, კოლკატა, ბანგალორი), ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
 
შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში სავიზო ცენტრის მისამართია:
 
VFS Georgia Application Centre in Colombo, Sri Lanka
No 19, Browns Capital,
Dudley Senanayaka Mawatha, Colombo 08, Sri Lanka
Tel.: +94 115160310 / 112350611
Email: info.georgiasrilanka@vfshelpline.com
http://www.vfsglobal.com/Georgia/India/