შრი - ლანკის დედაქალაქ კოლომბოში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

 
3.05.2019 კოლომბო  -  შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შრი ლანკაში (რეზიდენციით ნიუ დელი)  არჩილ ძულიაშვილმა და საქართველოს ახლადდანიშნულმა საპატიო კონსულმა შრი ლანკაში დიან გომესმა.
 
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, ხელისუფლების, შეიარაღებული ძალებისა და კერძო სექტორის მაღალჩინოსნები, აგრეთვე შრი ლანკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.