შვედეთის კულტურის სახლში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

30.04.2019 შვედეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით შვედეთის კულტურის სახლში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო გახსნა შვედ მეგობართა საზოგადოების პრეზიდენტმა სვენ ჰოლსტრომმა.
 
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებინმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აღნიშნული თარიღის მნიშვნელობას. საღამოს ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნა 9 აპრილისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისათვის“.
 
საღამოს ფარგლებში ეკლესიის მრევლისგან შემდგარმა გუნდმა, თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით, სააღდგომო საგალობლები შეასრულა.
 
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტოკჰოლმის ოპერის კოლეჯის ქართველმა სტუდენტმა, ზაზა გაგუამ, როგორც ქართულ, ისე შვედურ ენაზე რამდენიმე რომანსი და სიმღერა შეასრულა. მას აკომპანიმენტს პიანისტი დოროტა ზაროვიეცკა უწევდა.