შვედეთში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 შვედეთი- სტოკჰოლმის თების მუნიციპალიტეტის ეკლესიაში შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და შვედეთში წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელმსახურის მამა შიოს ხელშეწყობით გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა.
 
მამა შიომ გადაიხადა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისას ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსიენებელი პანაშვიდი. მასში ასევე მონაწილეობდა წმინდა გიორგის სამრევლოს გუნდი. შეკრებილებს მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ და მოუთხრო 1989 წლის 9 აპრილის ირგვლივ განვითრებული მოვლენების შესახებ, ასევე უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.