შვედეთში ნობელის პრემიის კონცერტი გაიმართა

12.12.2018 შვედეთი-  სტოკჰოლმის საკონცერტო სახლში ნობელის პრემიის კონცერტი გაიმართა. სოლისტ შემსრულებლად მიწვეული იყო ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.  ქართველმა მევიოლინემ სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად,  ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი შასრულა.
 
ლიზა ბათიაშვილმა დამატებით ნომრად შეასრულა ბახის ”Ich ruf zu dir, Herr Jesu Christ” (შენ გიხმობ, უფალო იესო ქრისტე).
 
კონცერტს ესწრებოდნენ შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
 
კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ შეხვედრა გამართა ქართველ მუსიკოსთან.
 
ნობელის პრემიის კონცერტი ყოველწლიურად ტარდება ნობელის კვირეულის ფარგლებში და  ნობელის პრემიის ლაურეატებს ეძღვნება.