შვედეთში საქართველოს ელჩმა 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ლექცია წაიკითხა

16.04.2019 შვედეთი- შვედეთის ქ.ვექშოში, უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია „დემოკრატიის გზაჯვარედინზე -ევროპული ცვლილებები და გამოწვევები“. კონფერენციაში  მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვედეთის სამეფოში მალხაზ კაკაბაძემ. საქართველოს ელჩი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით-  „1989 წლის 9 აპრილი - 2019 წლის 9 აპრილი, 30 წელი დემოკრატიისაკენ“.
 
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტებზე. მალხაზ კაკაბაძემ მიმოიხილა 1980-იანი წლების ბოლოს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვა 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
 
ლექციის ფარგლებში, აუდიტორიას ასევე მიეწოდა ინფორმაცია 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ამის შემდგომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.