შვედეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 
3.12.2018 - სტოკჰოლმში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,  დიასპორული ორგანიზაცია "დეიზის" ინიციატივით, დავით არჩვაძისა და "ქართული კვარტეტის" კონცერტები გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ.  საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის როლზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში. ელჩმა სიგელები გადასცა შვედური ორგანიზაციების "Riff”- ისა და “Vuxenskolan”წარმომადგენლებს ორგანიზაცია "დეიზის" მხარდაჭერისათვის.
 
კონცერტზე, რომელშიც  მონაწილეობა ასევე მიიღეს  ინგა ბერაძემ და  "ოქროს მუზას"გამარჯვებულებმა ლიზა ჩიჩუამ და ელენე ლეკვეიშვილმა,  შესრულდა რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, რუსუდან სებისკვერაძისა და დათო არჩვაძის სიმღერები.
 
ღონისძიებას კულტურის სფეროს  და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.