შვეიცარიაში საქართველოს ელჩი ტურგაუს კანტონს ეწვია

6.03.2019 შვეიცარია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ჯალაღანია  შვეიცარიის კონფედერაციის ტურგაუს კანტონს ეწვია.

დავით ჯალაღანიამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ტურგაუს კანტონის მთავრობის პრეზიდენტთან, კორნელია კომპოშთან, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რაინერ გონცენბახთან და რეგიონის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელთან, ჟოელ კელერთან. 

შეხვედრაზე განხილული იქნა ტურგაუს კანტონის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, 2016 წელს დაწყებული ურთიერთობა საქართველოს საელჩოსთან, რომელის შედეგადაც გაიმართა შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენელთა ვიზიტი ტურგაუს კანტონში.
 
 
მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება საელჩოს წარმომადგენელთა შეხვედრები ტურგაუს კანტონის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნეს-გაერთიანებებში.