შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრება გაიმართა

12.06.2018 შვეიცარია-ციურიხში  შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანების“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ. ელჩმა მიმოიხილა საქართველო-შვეიცარიის ურთიეთობები  და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის  მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებში ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას. ელჩმა  ამ მხრივ დადებითად შეაფასა  ორგანიზაციის „შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანება“ საქმინობა და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წევრებს გაწეული ძალისხმევისთვის.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საელჩოსთან საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხში.
ღონიძიების ფარგლებში,  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლისთავისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას. 
აღნიშნული ორგანიზაცია შვეიცარიის მოქალაქეებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აერთიანებს.