შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

31.05.2018 ქ.ბერნი - შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლისთავისადმი მიძღვნილი  საზეიმო მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღონიამ. მან ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასა და მნიშვნელობაზე.

მიღების ფარგლებში  პირველი რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე 30 ზე მეტი სახეობის ექსკლუზიური ქართული ღვინის დეგუსტაცია  გაიმართა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ   შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსი, ბიზნეს-სექტორის, კულტურისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.