სლოვაკეთის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

13.03.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 13 მარტს, რუდოლფ მიხალკამ, რომელიც 2014 წლიდან საქართველოში სლოვაკეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო, ამჟამად უკვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. 

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც აქტიურად ვითარდება და თანამშრომლობის მრავალ სფეროს მოიცავს. მათ ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხებისა და სამომავლო გეგმების, მათ შორის, დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და  ერთობლივი პროექტების შესახებ.
 
მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.