სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა კომენიუსის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

8.05.2019 სლოვაკეთი- სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძებრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის მოწვევით, იმავე უნივერსიტეტთან არსებული დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ლექციაზე საქართველოს ელჩმა მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებზე.
შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ დიპლომატიური აკადემიის დოქტორანტები და საქართველოთი დაინტერესებული სხვა სტუდენტები.