სლოვაკეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

29.05.2019 სლოვაკეთისლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორაგნიზებით ბრატისლავის მერიის სასახლეში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გამოჩენილი ქართველი ხელოვანების - საოპერო მომღერალი იანო თამარის (ალიბეგაშვილი) და პიანისტი მზია ბახტურიძის კონცერტი.

საღამო გაიხსნა საქართველოსა და სლოვაკეთის სახელმწიფო ჰიმნებით. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. რევაზ გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს მეგობრობისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მუდმივი მხარდაჭერისათვის.
 
კონცერტის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებაზე სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული დამზარეულო და ღვინო.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რობერტ ონდრეიჩაკი, სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მეცნიერების, ხელოვნების, მას მედიის და ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები, სლოვაკეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, სულ 200-მდე ადამიანი.