სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა ნიტრას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

10.10.2019 სლოვაკეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძე ნიტრას უნივერსიტეტში (Univerzita Konštantína Filozofa v Nitre - UKF), სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ლექციაზე ელჩმა მიმოიხილა გეოპოლიტიკური ვითარება სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ.

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ როგორც სლოვაკეთში, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით მყოფი ქართველი სტუდენტები, ასევე საქართველოთი დაინტერესებული სხვა ახალგაზრდები.
ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი დამთავრების შემდეგ ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა.