სლოვაკეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

28 თებერვალს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ქართველი საოპერო რეჟისორის ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული ჯან კარლო მენოტის საოპერო სპექტაკლი „ტელეფონი”. სპექტაკლში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანები.
 
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  რევაზ გაჩეჩილაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ფრანტიშეკ რუჟიჩკა და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.